ანა დე არმასი ესპანური ELLE-ს სტუმარია. 37 წლის ვარსკვლავმა ფოტოობიექტივის წინაშე არაერთი სადა და დახვეწილი „ლუქი“ მოირგო, ინტერვიუში კი წარსულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მსახიობს, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა ტომ კრუზთან რომანს მიაწერენ, აღნიშნულ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა ის კი განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი.
„წლების განმავლობაში ეჩვევი ზედმეტ ყურადღებას, სწავლობ, როგორ იპოვო შენი პირადი სივრცე. მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს, რომ გარკვეული საზღვრები აუცილებელია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემი წარსული ურთიერთობების გამო მწვავე კრიტიკის ობიექტი გავმხდარვარ და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული ყოფილა“, – აცხადებს ანა.
რომანტიკული სეირნობა ლონდონის პარკში – ტომ კრუზისა და ანა დე არმასის მორიგი გამოჩენა
ცნობისთვის, პირველად 62 წლის ტომი და 36 წლის ანა ერთად „ვალენტინობაზე“ გამოჩნდნენ. სწორედ მას შემდეგ გაჟღერდა ინფორმაცია მათი რომანის შესახებ. ალტერნატიული წყარო კი იუწყება, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ და ერთობლივ ფილმზე მუშაობენ.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტომ კრუზი ანა დე არმასს პაპარაცებისგან მალავს


