LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დე არმასმა ჯეიკობ ელორდს თვალი დაადგა – მსახიობების ფლირტის ვიდეო მედიასივრცეს იპყრობს

250
page

ანა დე არმასი და ჯეიკობ ელორდი, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე ერთად გამოჩნდნენ. ღონისძიებაზე ისინი ხელჩაკიდებულები და ღიმილით დააფიქსირეს, რამაც ურთიერთობის შესახებ ახალი საუბრები გააჩინა.

მოკლე ვიდეოში, რომელიც სასტუმრო Beverly Hilton-შია გადაღებული, ჩანს, როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს ფილმის, „ღრმა წყალი“ ვარსკვლავები, 37 წლის ანა და 28 წლის ჯეიკობი.

მსახიობი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტომ კრუზს დაშორდა, აშკარად მხიარულ განწყობაზე იყო და ელორდს ეფლირტავებოდა.

„ჩვენ იქ ვართ, გრძელი ღამე გველოდება წინ, მზად ხარ ცეკვისთვის?“, – ჰკითხა ანამ.

თუმცა, როგორც ჩანს, ელორდის პასუხი ნაკლებად ენთუზიაზმით სავსე იყო. მსახიობმა აშკარად უხერხულად იგრძნო თავი და უპასუხა: „ხვალ ვმუშაობ“.

ცნობისთვის, მსახიობებმა ითანამშრომლეს 2022 წელს გამოსულ ფსიქოლოგიურ დრამაში, „ღრმა წყალი“, სადაც ანას მეუღლის როლს ბენ აფლეკი ასრულებს, ჯეიკობ ელორდი კი იმ მამაკაცის როლს, რომელთანაც დე არმასის გმირი ქმარს ღალატობს.

ვიდეო: ანა დე არმასი დროს არ კარგავს – მსახიობი ტომ კრუზთან დაშორების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გამოიჭირეს

ვიდეო: „ჩემი პირველი ქრაში ბრედ პიტი იყო“ – ჯეიკობ ელორდის უეცარი აღიარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები