LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებში მიღებულ შედეგზე სააკაშვილს მადლობას უნდა უხდიდეს – 10-15%-ით ნაკლები შედეგი ექნებოდათ

149
ანა დოლიძე

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დღეს არჩევნებში მიღებულ შედეგზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობას უნდა უხდიდეს.

ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა ჟურნალისტებს ცესკო-სთან გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, სადაც მან საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. დოლიძის აზრით, რომ არა მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა, „ოცნება“ ამ შედეგს, რაც მან დღეს მიიღო, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა.

დღეს „ქართული ოცნება“ უნდა უმადლოდეს და წერილს უგზავნიდეს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავისი გამოჩენით და ყველაფრით, რაც არჩევნების ბოლო დღეებში „ჩაატარა“, ერთადერთი, სწორედ „ქართული ოცნება“ გააძლიერა. ყველა კვლევით, მათ 10-15%-ით ნაკლები შედეგი ჰქონდათ, ვიდრე დღეს აქვთ.

ანუ, კალაძე და მისი პარტია, ორპოლუსიანობისთვისა და ამ დაპირისპირების გამწვავებისთვის, პირველ რიგში, მადლობას მიხეილ სააკაშვილს უნდა უხდიდეს, რომელმაც თავისი გამოჩენით, პირველი – გაამძლავრა კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით, უბრალოდ ეს შედეგი არ ექნებოდა,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე: ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებით, პარტიას “ხალხისთვის” დააკლეს ხმები არაერთ უბანში

პოპულალურები