LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი მესამე შვილის მშობლები გახდნენ

2643
24042848-0-image-a-165-1580317839979

38 წლის ანა კურნიკოვა და 44 წლის ენრიკე იგლესიასი მესამე შვილის მშობლები გახდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას, ენრიკეს ძმამ, ხულიო იგლესიას უმცროსმა ამცნო.

„ჩემს ძმას უკვე სამი შვილი ჰყავს და ის ძალიან ბედნიერია“ – განაცხადა ხულიომ, თუმცა, ახალშობილის სქესი არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, ყოფილი ჩოგბურთელის ფეხმძიმობის შესახებ, ცნობილი სულ რაღაც 2 კვირის წინ გახდა.

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მესამე შვილს ელოდებიან (ფოტო)

გასულ კვირას ესპანური მედია, ინსაიდერებზე დაყრდნობით წერდა, რომ ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მესამე შვილს ელოდებიან

წყვილს 18 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, ისინი სამი წლის ტყუპ ქალ-ვაჟს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები