LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა მიქაძე-ჩიკვაიძის საოცარი ამბავი: „ჩემი შვილი რომ დაიკარგა ერთი თვით, მის ნახატზე ეშმაკი გამოისახა, რომელიც აშკარად მე მებრძოდა…“

378
ანა ჩიკვაიძე

„ღამის პრაიმ ტაიმთან“ ხილული და უხილავი სასწაულების თემაზე სასუბროდ ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მიიწვიეს.

მან თავისი შვილის, ლუკას შესახებ ისაუბრა:

„ჩემს შვილი ერთ დღეს სახლიდან წავიდა. მეგონა, იხუმრა, მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, კარგი იუმორი აქვს შენარჩუნებული. უყვარს ხოლმე ასეთი ხუმრობები. აღარ მოვიდა ერთი საათი და მივხვდი, რომ მართლა წავიდა სახლიდან. მთელი თვე ვეძებდით. კედელზე, სადაც მისი ნახატები გვეკიდა, ერთ-ერთ მის დახატულ ნახატზე, დავინახე, რომ ეშმაკი ზის… საზიზღარი გარეგნობით, შვილებით, ეშვებით… გადავუსვი მოყვითალო მწვანე ბალახი. მეორე დღეს ისევ ამოხტა. ხან ერთ ადგილას ამოხტებოდა, ხან – მეორეზე. ეს გაშმაგებული ეშმაკი მე მებრძოდა აშკარად. არ ვიცოდი, შვილი ცოცხალი იყო თუ არა. ტელეფონმა დარეკა, ვიპოვეთ თქვენი შვილი, სამწუხაროდ, მორგში უნდა მოხვიდეთ ამოსაცნობადო… ამ ნახატის მარჯვენა კუთხეზე ქრისტე გამოისახა, გრძელი თმით, ნათელი შუბლით. ვუყურებ ამ ნახატს და ვეუბნები, არა, ჩემი შვილი მორგში არ იქნება-მეთქი…“

ბექა ჩხაიძე მამა იოანეს მიერ მოხდენილი სასწაულების შესახებ: „დამირეკა, სადაც ხარ, გაეცალე იქაურობასო… გავაფრთხილე, რომ ძალიან ძლიერი მამაოა და ყველაფერს ხედავს…“

ვიდეო: როგორ გამოიყურება მამა გაბრიელის სახლი და რატომ იწვა ის ორმოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g