LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად, როცა პრეზიდენტს არ შესთავაზა, ხალხს მისალმებოდა

158
BeFunky-collage

„სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფო მეთაურსაც კი, აღარ ვამბობ სხვებზე, არ შესთავაზა, მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას,“ – ამის შესახებ ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ტვ პირველთან განაცხადა.

„პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო“ – სალომე ზურაბიშვილის ძმა

„ჰერჩინსკის გამოსვლა იყო სწორედ ამის დემონსტრირება, რა არის ევროპული კულტურა, ევროპული ქცევა, ევროპული პოლიტიკური ეტიკეტი დ.ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კარგად გამოჩნდა განსხვავება მის გამოვლასა და დანარჩენ გამოსვლებსა და მიდგომებს საკითხისადმი.

სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფო მეთაურსაც კი, აღარ ვამბობ სხვებზე, არ შესთავაზა, მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორი იყო პრეზიდენტის იქ ყოფნა.

[ეს ერთპარტიულ ჭრილში სამყაროს აღქმა, ეს არის დრომოჭმული და ეს აუცილებლად დასრულდება. ამიტომაა საჭირო, რომ დროზე ვიაროთ წინ, ევროპისკენ,“ – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 15 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს შეუერთდა.

სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა. შეკრებილებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.

„მადლობები არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ – სალომე ზურაბიშვილი

„დიდი ზეიმია და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად“ – პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები