LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: „პარასკევს, უქმე დღეს ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა, „რუსული კანონი“ ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ საკითხის დამატება შესაძლებელია – შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით, კომიტეტზე“

192
ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელო -საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, პარასკევს, 10 მაისს მიიღოს.

დეპუტატის ინფორმაციით, საკითხის განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში ასახული არ არის, თუმცა დამატება შესაძლებელია.

როგორც ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ათიათასობით ადამიანი პროტესტს აგრძელებს და საგარეო კურსის ცვლილებასთან შეგუებას, არავინ აპირებს.

„ხელისუფლების მშვიდმა, პრინციპულმა და გაბედულმა პოლიტიკამ ალბათ გააოგნა მსოფლიო… ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში"

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ამავე პოსტში დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ საერთაშორისო წნეხი და ინდივიდუალური სანქციების რისკები, ასევე, სისტემის შიგნით უკმაყოფილება და რყევები იზრდება.

„პარასკევს, უქმე დღეს, დილის 09:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა. „რუსული კანონი“ ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ სხდომაზევე საკითხის დამატება შესაძლებელია და „ოცნებას“ ხმები ეყოფა.

მათიკაშვილი: ერთ დღეს თითქოს ლიტურგიას ესწრებიან, გალობენ, მეორე დღეს პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ

შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით, კომიტეტზე. ამის შემდეგ რჩება პლენარული სხდომა (შემდეგ კვირაში), ვეტო და მისი დაძლევა – ჯერ კომიტეტზე, შემდეგ პლენარულზე.

1. ათიათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს. არავინ აპირებს დაღლას და გაჩერებას. არავინ აპირებს საგარეო კურსის ცვლილებასთან შეგუებას.

2. იზრდება საერთაშორისო წნეხი ოცნებაზე და ინდივიდუალური სანქციების რისკები

3. იზრდება სისტემის შიგნით უკმაყოფილება და რყევები. ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე ზუსტად ხვდება, რაში მონაწილეობას აიძულებენ აქტიურად თუ პასიური მხარდაჭერით. ხვდება, რა ხიფათია ეს ქვეყნისთვის. იზრდება უკმაყოფილება პარტიის აქტივისტებს შორის. პროპაგანდა არ მუშაობს.

„გაუმჭვირვალობა არ არის ერთადერთი პრობლემა, NED-ი და EED-ი საქართველოში, არაპირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, ქართული კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების უცხოეთიდან დაფინანსებას” – პაპუაშვილი

გული მწყდება იმ ადამიანებზე, ვინც ამ ისტორიულ მომენტში სხვა როლი ვერ მოძებნა და პროტესტის გაშავებითაა დაკავებული მაშინ როდესაც ყველაფერი ხელისგულზე დევს.“ – წერს ანა ნაცვლიშვილი.

პარასკევს, უქმე დღეს, დილის 9:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა. რუსული კანონი ჯერ არ წერია დღის წესრიგში,…

Posted by ანა ნაცვლიშვილი on Tuesday 7 May 2024
magti 5g