ქსელში ფილმის „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც დაკოტა ჯონსონისა და ჯეიმი დორნანის პერსონაჟები საქორწინო ცეკვას ასრულებენ.
„გაატარეთ შობა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად“ – აწერია ვიდეოს.
იმის შესახებ, რომ ფილმის მთვარი პერსონაჟები ქორწინდებიან, ცნობილი ჯერ კიდევ მიმიდნარე წლის მაისში გახდა, როდესაც ცნობილი ეროტიკული დრამის ტრეილერი გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ნაწილი ცნობილი ტრილოოგიის ბოლო ეპიზოდი გახდება.
ფილმის პრემიერა 2018 წლის 9 თებერვალს არის დაგეგმილი.
Spend Christmas with the one that matters most. #FiftyShadesFreed pic.twitter.com/TSfivhDowE
— Fifty Shades Freed (@FiftyShades) December 25, 2017