LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „მდგომარეობა ამ წუთებში… მაგიდა დაგვიმატეს ადვოკატებს“ – რა ვითარებაა საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მხარდამჭერები იკრიბებიან

229
ანდრო ჭიჭინაძე

დღეს, 10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

ანდრო ჭიჭინაძის დედა: „პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება, რაც მეტი ხალხი უგულშემატკივრებს ანდროს, უკეთესი“

დღეს მოსამართლეებმა დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ.

ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი 10:30 საათზე იყო ჩანიშნული. სწორედ დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, ანდრო ჭიჭინაძე წინასასამართლო სხდომამდე პატიმრობაში დარჩება, თუ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

საქალაქო სასამართლოს ეზოსა და ფოიეში უკვე შეკრებილები არიან მსახიობის ოჯახის წევრები, მისი მხარდამჭერები და მსახიობები.

სხდომის დაწყებამდე, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სასამართლო ცდილობს ანდრო ჭიჭინაძის პროცესი ჩაატაროს პატარა დარბაზში, სადაც ჯერჯერობით ადვოკატებიც ვერ ეტევიან“.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ადვოკატმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:

„მდგომარეობა ამ წუთებში… მაგიდა დაგვიმატეს ადვოკატებს“.

მდგომარეობა ამ წუთებში… მაგიდა დაგვიმატეს ადვოკატებს…

Posted by Tornike Migineishvili on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2025

ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად, ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ 10 მოქალაქის – იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის პროცესი გაიმართება.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდროს პროცესი 5 მარტისთვის გადადო“

ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“

magti 5g