LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძის დედა: „ანდრო თავს ძალიან მხნედ გრძნობს, ადვოკატები შედიან, მე ამის საშუალებას არ მაძლევენ… ვფიქრობ, ვინც დასახიჩრებულია და ვინც ციხეში ზის, მათი დედაც ვარ, ვერავინ გამტეხს!

228
ანდრო ჭიჭინაძე

„როგორც მითხრეს, ანდრო თავს გრძნობს ძალიან მხნედ. ადვოკატები შედიან, მე არანაირი კავშირი არ მაქვს, ამის საშუალებას არ მაძლევენ“, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ განუცხადა „მთავარ არხს“ კინოსტუდიასთან, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები კინოს სახლის დირექტორთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა  და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

როგორც ლიკა გუნცაძემ აღნიშნა, მას ვერავინ გატეხს:

„ანდრომ სასამართლოზეც ისეთი სიტყვა თქვა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ განწყობაზეა, რომ სიმართლე მის მხარეს არის.

ყველგან დავდივარ და არ დავდივარ მხოლოდ ანდროს გამო. რა თქმა უნდა, ჩემი შვილია, ცუდ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ყველა, ვინც დაზარალებულია, დასახიჩრებულია, ვინც ციხეში ზის, ვფიქრობ, რომ მათი დედაც ვარ და ასეც იქნება, ვერავინ ვერ გამტეხს“, – თქვა ლიკა გუნცაძემ.

„ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ეშინია ხელოვნების, რადგან მასში არის სიმართლის ხმა“ – მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა

"ყველა ვინც არის დაზარალებული და ზის ციხეში – მე მათი დედაც ვარ" | ლიკა გუნცაძე

"მე აქ არ ვდგავარ მხოლოდ ანდროს გამო, ყველა ვინც არის დაზარალებული და ზის ციხეში – მე მათი დედაც ვარ" | დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2024

ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი – „საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან“

„თითქოს აღარაფერი გაგიკვირდება, მაგრამ მაინც ძალიან გასაკვირია ჩემთვის ანდროსნაირი კეთილსინდისიერი და წესიერი მოქალაქე სახლში შევარდნით რომ დაიჭირეს“ – ბახვა ბრეგვაძე ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g