LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელის პარტიული ბლოკი გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობს

67

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის” კონსერვატიული პარტიული ბლოკი ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერობს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, მერკელის ბლოკს მხარი ამომრჩეველთა 33%-მა დაუჭირა. გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, ხმა ამომრჩეველთა 20,5%-მა მისცა. „სოციალ-დემოკრატებმა“ უკვე განაცხადეს, რომ კოალიციის ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ოპოზიციაში გადადიან.

2013 წლის არჩევნებთან შედარებით, ორივე პარტიის მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა. მაშინ „კონსერვატორებმა“ ხმათა 41,5%, „სოციალ-დემოკრატებმა“ კი – 25,7% დააგროვეს.

მესამე ადგილზე ხმათა 12,6%-ით „მემარჯვენე-პოპულისტური პარტია“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა, ის პარლამენტში პირველად მოხვდა. მას მოჰყვებიან ლიბერალური „გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ – 10,7%-ით, „მემარცხენე პარტია“ – 9,2%-ით და „მწვანეები“ – 8,9%-ით. დანარჩენმა პარტიებმა 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

კენჭისყრის საბოლოო შედეგები ოფიციალურად დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდება.

ბუნდესტაგში 709 დეპუტატი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g