LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანგელოზების“ ეპოქა დასრულდა – „ვიქტორიას სიკრეტში“ დიდი ცვლილებებია

207
page

„ანგელოზების“  ეპოქა დასრულდა. „ვიქტორიას სიკრეტში“ დიდი ცვლილებებია და რებრენდინგი მიმდინარეობს. კომპანიაში გადაწყვიტეს აქცენტი გარეგნობასთან დაკავშირებულ სტანდარტზე აღარ გააკეთონ და ქალბატონების გაძლიერება აქციონ პრიორიტეტად.

„ვიქტორიას სიკრეტის“ შოუ წელს არ გაიმართება (ფოტო/ვიდეო)

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარკეტინგს განვითარება სჭირდება, უნდა დავსახოთ ახალი გეგმა, თუ როგორ მივიტანოთ ჩვენი პროდუქტი უკეთესად საზოგადოებამდე “- აცხადებს კომპანიის დირექტორი სტიუარტ ბურგდორფერი

კომპანიამ „ანგელოზების“ ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად, ახალი ინიციატივა Victoria’s Secret Collective წარადგინა, რომელიც ქალებში კიბოს გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

შეგახსენებთ, „ვიქტორიას სიკრეტი“ 1995 წელს ჩამოყალიბდა და ამდენი წლის მანძილზე არაერთი ტოპ მოდელი გამოზარდა. თუმცა, 2019 წელს გამართული ჩვენება წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგით შეფასდა. როგორც აღმოჩნდა კომპანიისთვის, ეს ამ ფორმატში ბოლო სანახაობრივი შოუ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები