LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიმაციურმა ფილმმა – „სათამაშოების ისტორია 5“ კინოგაქირავებაში უდიდესი წარმატება მოიპოვა და მაყურებლების რჩეული გახდა

150
photo-collage.png (7)

ანიმაციური ფილმი – „სათამაშოების ისტორია 5“ ეკრანებზე ძალიან დიდი პოპულარობითა და რეკორდული შემოსავლებით გამოვიდა.

ცნობილი გახდა, რომ მულტფილმის ახალმა ნაწილმა გამხსნელ უიკენდზე მსოფლიო მასშტაბით, $312 მილიონი გამოიმუშავა.

აქედან $160 მილიონი ანიმაციამ ჩრდილოეთ ამერიკაში მიიღო, რაც საკულტო ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე წარმატებული დებიუტია.

ამასთან, Toy Story 5-მა ისტორიაში მეორე ყველაზე შემოსავლიანი დებიუტი დააფიქსირა ანიმაციების კატეგორიაში. ამ მაჩვენებლით მან ანიმაციურ ფილმებს შორის, ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავების საწყისი უქმეების რეკორდი მოხსნა. მან მწარმოებელი სტუდიის, Pixar შედეგი გააუმჯობესა და 2018 წელს გამოსულ „სუპერ ოჯახი 2“-ს გაუსწრო.

Toy Story 5 კინოთეატრებში 19 ივნისს გამოვიდა და მისი სიუჟეტი თანამედროვე ტექნოლოგიებთან ბრძოლას ეხება. ამ ნაწილში ვუდი, ბაზი, ჯესი და სხვა სათამაშოები სრულიად ახალი პრობლემის წინაშე დგებიან – ბავშვების ყურადღებას სათამაშოების ნაცვლად პლანშეტები და ელექტრონული მოწყობილობები იპყრობს.

როგორც მაყურებლებმა აღნიშნეს, ისტორია არის ძალიან ემოციური, სასაცილო და ზუსტად ასახავს თანამედროვე ბავშვების პრობლემებს ციფრულ ეპოქაში.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები