LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ბეჟი ფერის კაბაში, სანტა-ბარბარას კინოფესტივალზე ბრწყინავდა

377
ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი სანტა-ბარბარას რიგით მე-40 კინოფესტივალის ფარგლებში, დაჯილდოების ცერემონიას, Maltin Modern Master Award-ს დაესწრო. 49 წლის ლამაზმანი წითელ ხალიჩაზე ბეჟი ფერის კაბაში გამოვიდა. კაბა ზურგზე ჭრილითა და ჯიბეებით მსახიობმა თეთრ ჟაკეტსა და Nak Armstrong-ის სამკაულს შეუხამა. ამ წელს ანჯელინა ჯოლი პრემიის ლაურეატი გახდა და ეს კინოფესტივალის უმაღლეს ჯილდოდ ითვლება.

ეს ჯილდო კინოკრიტიკოს ლეონარდ მალტინის სახელს ატარებს და იმ მსახიობებს გადაეცემათ, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი კინო ინდუსტრიის გამრავალფეროვნებაში. ფესტივალზე განსაკუთრებული პატივი მიაგეს მარია კალასის ხსოვნას, რომლის როლიც ანჯელინამ განასახიერა ახალ ფილმში „მარია”.

„ანჯელინა ჯოლის იმიჯი და მისი პირადი ცხოვრება საფრთხის ქვეშაა“ – მსახიობის რძალი საიდუმლოებებით მოცული ბიოგრაფიული წიგნის გამოცემას აანონსებს

ანჯელინა ჯოლის ძმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დისა და დისშვილების დასაცავად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები