ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კამბოჯას ესტუმრნენ. ჰოლივუდელი წყვილის მიზანი ახალ ფილმზე – „ჯერ მათ მამაჩემი მოკლეს: კამბოჯას ქალიშვილის მოგონებები“ მუშაობაა. ამჯერად, ჯოლი ფილმის ერთადერთი რეჟისორი და პროდიუსერი არ იქნება: გადაღებებში მას ცნობილი კამბოჯელი რეჟისორი რიტჰი პანი დაეხმარება. ასევე ანჯელინასთან ერთად ფილმზე მისი შვილი, მედოქსი იმუშავებს, რომელიც წარმოშობით სწორედ კამბოჯადან არის.
„როდესაც მომავალი ფილმის სცენარი წავიკითხე, ძალიან განვიცადე, როგორ ცხოვრობენ ბავშვები ომის შედეგად. ყველაფერი ეს დამეხმარა კამბოჯას უფრო დავახლოვებოდი, რომელიც ჩემი შვილის სამშობლოც არის“, – აღიარა ჯოლიმ.

