LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ახალი „ლარა კროფტი“ შვილებთან ერთად ნახა (ფოტო)

107

წლების წინ ანჯელინა ჯოლიმ ცნობილი კომპიუტერული თამაშის გმირი, ლარა კროფტი დიდ ეკრანზე განასახიერა. ამჯერად კი 42 წლის ვარსკვლავი „ტომბ რაიდერის“ ახალი ფილმის შესაფასებლად კინოთეატრს ესტუმრა. მახიობი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კინოთეატრში შვილებთან ერთად მივიდა და პირველად ცნობილი ფილმის გაგრძელება სწორედ იქ ნახა. ახალ ფილმში, რომელიც მსოფლიო კინოეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ანჯელინა ჯოლი ალისია ვიკანდერმა ჩაანაცვლა.

ჯოლი კინოათეატრთან შავ კლასიკურ პალტოსა და მაღალყელიან ჩექმებში გამოჩნდა, ანსამბლი კი “სალვადორ ფერაგამოს” ჩანთასთან ჰქონდა შეხამებული. მაკიაჟისა და დამატებითი აქსესუარების გარეშე ანჯელინა შეუდარებელი იყო.

ალისია ვიკანდერის გამოჩენას „ტომბ რაიდერში“ მაყურებელთა ნაწილი კრიტიკით შეხვდა, თუმცა, თავად ფილმის შემქმნელების მტკიცებით, ალისია ვიკანდერმა როლს ფანტასტიურად გაართვა თავი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები