ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალისტებს გულახდილი ინტერვიუ მისცა. მსახიობმა აღიარა, რომ გადასაღებ მოედანზე მეუღლესთან ერთად სასიყვარულო სცენების თამაში მას ძალიან ეუხერხულება.
„ძალიან უცნაურია – იწვე შიშველი აბაზანაში iPad-ით, რომელზეც შენი სცენა არის გამოსახული. ამ დროს შენი ქმარი დგას კართან და უკვე როგორც რეჟისორი ეუბნები, რომ მოვიდეს და შენთან სიყვარულით დაკავდეს, რადგან ამავდროულად მთავარ როლსაც ასრულებ”, – აღიარებს ჯოლი.
მსახიობმა უხერხულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გადასაღებ მოედანზე ამ დროს ბევრი დამსწრე ადამიანის არსებობაც დაასახელა.
„სასიყვარულო სცენების გადაღება ყველაზე რთულია. მაგრამ გადაიღო ეს სცენა ადამიანთან, რომელთანაც მართლა გაქვს სექსი, ორმაგად დიდი სიძნელეებთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ სიტუაცია ცოტა განგვემუხტა, ორივე ვიცინოდით იმაზე, რომ ძალიან უხერხულად ვიყავით. ბრედი კი ყოველი დუბლის გადაღების შემდეგ პირსაწმენდით დამდევდა და მაფარებდა. მე ამის დრო არ მქონდა, რადგან რეჟისორიც ვიყავი და გადაღებული ეპიზოდი მალევე უნდა მენახა“,- იხსენებს მსახიობი.