ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ახალი ფილმი „ზღვასთან ახლოს“ წარმოადგინეს. ფილმის წინასწარი ჩვენება ნიუ-ორკში სპეციალური აუდიტორიისთვის გაიმართა. სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე წყვილმა ფილმის შესახებ და გულშემატკივრებს კითხვებზეც უპასუხა.
პროექტის პრემიერა 13 ნოემბერს შედგება და მასში მთავარ როლებს თავად ჯოლი და პიტი ასრულებენ. ისინი ოჯახურ წყვილს ასახიერებენ, რომლებსაც ურთიერთობაში კრიზისი აქვთ. ფილმის რეჟისორი თავად ჯოლია.