ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უძრავ ქონებას კიდევ ერთი ობიექტი დაემატა: ვარსკვლავურმა წყვილმა თურქეთში ვილა შეიძინა, რომელიც ზღვის სანაპიროზეა განთავსებული.
მიმდინარე ზაფხულს ოჯახი სრული შემადგენლობით თურქეთს სტუმრობდა. აღმოჩნდა, რომ მათ იმდენად მოეწონათ გარემო, რომ გადაწყვიტეს ადგილი შეეძინათ.
ზღვისპირა ვილა წყვილს 2,7 მილიონი დოლარი დაუჯდა. ოთხსართულიან ზღვისპირა შენობას საკუთარი საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი აქვს.