14 მაისს ამერიკასა და რამდენიმე ქვეყანაში დედის დღე აღინიშნა, რომელსაც ცნობილი სახეები შეუერთდნენ. გამონაკლისი არც ანჯელინა ჯოლი ყოფილა, რომლისთვისაც ეს დღე, როგორც მრავალშვილიანი დედისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ვარსკვლავი უფროს ვაჟიშვილთან, 13 წლის პაქსთან ერთად ლოს-ანჯელესის რესტორანს Beauty & Essex სტუმრობდა, რომლის შესასვლელთან მას ბუნებრივია, პაპარაცები დახვდნენ. 41 წლის ჯოლი, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, შავებში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პირტი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ექვსი შვილი ჰყავს, რომელთაგან სამი მათი ბიოლოგიურია, სამი კი – აყვანილი.



