LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ სიჩუმე დაარღვია

56

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც რამდენიმე თვის წინ ბრედ პიტს ხმაურიანად დაშორდა, სიჩუმე დაარღვია. ერთ-ერთ გამოცემასთან ჯოლიმ განქორწინების შემდეგ ცხოვრებაზე, შვილებსა და ყველაზე დიდი მონატრებაზე ისაუბრა.

ვარსკვლავმა აღიარა, რომ მან და ბრედმა ურთიერთობის დარეგულირება შეძლეს. ისინი აღარ ჩხუბობენ, პიტმა მათთან ახლოს სახლიც იყიდა, რათა შვილებთან ახლოს იყოს.

ჯოლის თქმით, ექვსი შვილის მარტო გაზრდა რთულია, თუმცა ის ცდილობს, მათთვის მაგალითი იყოს. ანჯელინამ დედაც გაიხსენა, რომელიც წლების წინ ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა და განაცხადა, რომ ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, წარმოიდგენს, როგორ მოიქცეოდა დედა მის ადგილას. მსახიობმა მის დიდ მონატრებაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ის დრო ენატრება, როდესაც ის და დედა ერთად იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები