LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ახალი მეზობლები კარდაშიანები, ჯენიფერ ლოპესი და დრეიკი არიან

145

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად დახურულ ქალაქში გადადის. მსახიობმა სახლი ლოს-ანჯელესის მახლობლად, ჰიდენ-ჰილსში იქირავა, სადაც უახლოეს მომავალში შვილებთან ერთად გადავა. დღეს მედიაშიახალი სახლის ფოტოები გამოჩნდა. ვილა 8 ათას კვადრატზეა გადაჭიმული, სახლს აქვს 8 აბაზანა და 6 საძინებელი, ქირა ყოველთვიურად 30 ათას დოლარს შეადგენს.

მედიამ გაარკვია, ვინ იქნებიან ჯოლისა და მისი შვილების უახლოესი მეზობლები. აღმოჩნდა, რომ ჯოლის მიერ ნაქირავებ სახლში მისი  მეზობელი იქნება მომღერალი ჯენიფერ ლოპესი. ჰიდენ-ჰილსში ჯოლის ახალი სახლის გვერდითაა კიმ კარადაშიანისა და კანიე უესტის ვილაც, ასევე ქორთნი კარდაშიანის ყოფილი ქმრის, სკოტ დიზიკის სახლი. ჯოლის მახლობლად იცხოვრებს რეპერი დრეიკი და მომღერალი ლეან რაიმსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები