LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილმა დაასახელა მიზეზი, თუ რის გამო განაცხადა უარის მამის გვარზე

1209
page

როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის შვილმა, შაილომ, მამის გვარზე უარი ოფიციალურად განაცხადა. გოგონა უკვე შაილო ნუველ ჯოლია.

ახლახან, ოჯახის ადვოკატმა მედიასთან დაასახელა მიზეზი, თუ რატომ მოიქცა გოგონა ასე.

„შაილოს თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მის ცხოვრებაში, წარსულში მომხდარი “მტკივნეული მოვლენების” გამო მიიღო“, – აცხადებს ადვოკატი და უარყოფს იმ ფაქტს, რომ შაილომ ეს ინფორმაცია თავად გააჟღერა მედიასაშუალებებში.

უდიდესი დარტყმა ბრედ პიტისთვის – შაილომ და-ძმების მსგავსად მამის გვარზე უარი განაცხადა – რას წერს მედია

ცნობისთვის, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი ექს-მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. ასევე არ დასრულებულა ექს-წყვილის სასამართლო დავა, რომელიც „შატო-მირაველის“ საკითხს ეხება.

„ის დაიღალა მშობლების ომით“ – შაილო ჯოლი-პიტი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შერიგებას სთხოვს

რატომ არ ნახულობს ბრედ პიტი შვილებს – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები