ანჯელინა ჯოლიმ მონაწილეობა მიიღო ჟურნალის WSJ შავ-თეთრ ფოტოსესიაში. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კი ვარსკვლავმა საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა.
„მე მინდა ზუსტად ვიცოდე, რომ ბავშვებს არასოდეს მოუწევთ ჩემზე ნერვიულობა. მაშინაც კი, როდესაც უსიამოვნებას ვაწყდები, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ისინი არ ნერვიულებენ ჩემზე. ყოველთვის გავჩერდები და ვიხუმრებ ბევრ რამეზე. დაველაპარაკები. მინდა, რომ არასოდეს შეეპაროთ ეჭვი იმაში, რომ კარგად ვარ და მათ ჩემზე არ უნდა იზრუნონ“ – აცხადებს ენჯი.
ინტერვიუში მონაწილეობდა ბრედ პიტიც. “ აი, რას გეტყვით მის ოპერაციებზე: როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ის საოპერაციო მაგიდაზე უკვე ორ კვირაში იწვა. თვქენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ქალი არასოდეს უშვებდა, რომ ასეთ რამეს 40 წლამდე გადაწყვეტდა. ეს ქალი ხედავდა, როგორ ებრძოდნენ ამ დაავადებას მისი დედა, ბებია და დეიდა ახალგაზრდა ასაკში, ამიტომ თავად ამ გზას არასოდეს გაივლიდა“.