ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ქალიშვილი, 20 წლის შაილო ჯოლი, ლოს-ანჯელესში მეგობარ გოგოსთან, ქეონ როუზისთან ერთად სეირნობისას პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.
ორივეს შავი, კაპიუშონიანი სპორტული ზედა ეცვა და თავისუფალ, ყოველდღიურ სტილში იყო გამოწყობილი.
შაილო ჯოლი-პიტი კვლავ თავის მეგობარ გოგოსთან ერთად გამოჩნდა
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ შაილო მეგობარ გოგონასთან ერთად საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. წყაროს ცნობით, გოგონებმა პატარა ბინა ლოს-ანჯელესში იქირავეს და იქ ერთად, ყველასგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ.