ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი, პაქსი კვლავ ავარიაში მოჰყვა. ინციდენტის დროს 21 წლის ახალგაზრდა ელექტრო-ველოსიპედს ლოს-ანჯელესის ქუჩებში მართავდა. რაღაც მომენტში მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილს შეეჯახა. საბედნიეროდ, შედეგად არავინ დაზარალებულა.
შეგახსენებთ, პაქსი ავარიაში პირველად გასული წლის ივლისში მოჰყვა. მაშინ ის სკუტერს ჩაფხუტის გარეშე მართავდა. შედეგად მან სერიოზული დაზიანებები მიიღო და რეაბილიტაციას კლინიკაში გადიოდა. აღსანიშნავია რომ პიტმა უბედური შემთხვევის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო.
დადარდიანებული მშვენიერება – ანჯელინა ჯოლი შვილის ავარიის შემდეგ პირველად გამოჩნდა
ნაიარევი სახეზე და მუდამ დედის გვერდით – ანჯელინა ჯოლიმ პრემიერაზე 20 წლის ვაჟი მიიყვანა