LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი : „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის დამახასიათებელ ხელწერას გამოიყენებს შიდაპარტიული არჩევნებისთვის

170
BeFunky-collage (3)

„ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდაპარტიული არჩევნებისთვის სავარაუდოდ გამოიყენებს ყველა იმ აპრობირებულ მეთოდს, კანონს მიღმა ქცევას, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს შიდაპარტიული არჩევნებისთვის, რადგან მათ ვერასდროს ვერ ექნებათ რესურსი, არჩევნები ჩაატარონ ქვეყნის მასშტაბით.

„ქვეყნის მასშტაბით არჩევნებს ლეგიტიმური ხელისუფლება ატარებს და ლეგიტიმური ხელისუფლება გახლავთ ხალხის მიერ არჩეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამიტომ ეს ადამიანები იმ ხელწერას, რომელიც მათ ახასიათებთ, გამოიყენებენ შიდაპარტიული არჩევნებისთვის, რაც იქნება კიდევ ერთხელ ჩვენთვის, ყველასთვის, ხალხისთვის შეხსენება, რა ხელწერის მატარებლები არიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი: ყველას პატივს ვცემ და მათ შორის ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს, ნამდვილი პარტიული ხალხი, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს

მელია: ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტიაში, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ.. ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაციაა“ – ვინ როგორ აფასებს გავრცელებულ ჩანაწერს

ანა დოლიძე ენმ-ზე : რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგებია, სამეფო კარის ინტრიგები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g