LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანთებული ბუხარი და სადღესასწაულო კერძები – ჯულია რობერტსი შობისთვის ემზადება

131

შობა-ახალი წლის დღესასწაულების დადგომამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება, ვარსკვლავები კი უკვე შეუდგნენ სამზადისს. მართალია, ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ჰოლივუდელი წინსაფარში და ფქვილიანი ხელებით, თუმცა, მაგალითად – ჯულია რობერტსი ამბობს, რომ საშობაო დღეების გატარებას სწორედ ასე აპირებს.

„ვიქნები სახლში, ეს ხომ არაჩვეულებრივი დროა სახლში ყოფნისთვის – გარეთ ცივა, სახლში ბუხარი ანთია. მოვამზადებ სადღესასწაულო კერძებს, ძალიან მიყვარს, როცა ოჯახის წევრებს ჩემს მიერ მომზადებული კერძებით ვუმასპინძლდები,“-  ამბობს ჯულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g