ახლახანს ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ პრეპარატი ,,ივერმექტინი“, რომელიც აშშ-ში კანის პარაზიტული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, ეფექტურად ებრძვის ახალ კორონავირუსს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ,,დეილი მეილი” ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მკვლევართა ჯგუფმა ,,ივერმექტინის” ცდაში გამოყენების შემდეგ საოცარი შედეგი მიიღო. პრეპარატმა, რომელიც კოვიდ-19-ით დასნებოვნებულ უჯრედებში შეიყვანეს, 48 საათში 99.8%-ით შეამცირა ვირუსის რაოდენობა. 72 საათის შემდეგ კი ახალი კორონავირუსი დასნებოვნებული უჯრედებიდან უკვალოდ გაქრა.
სამეცნიერო კვლევა ცხადყოფს, რომ პრეპარატი Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის, Sars-Cov-2-ის პარალიზებას ახდენს და მას უჯრედში გამრავლების საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომ, მან შესაძლოა საწყის ეტაპზევე შეაჩეროს ვირუსის შემდგომი გავრცელება ორგანიზმში.
კვლევის ავტორი ავსტრალიელი მეცნიერები შესაბამის სამსახურებს „ივერმექტინის“ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე გამოცდის უფლებას სთხოვენ.
მედიკამენტი 1970-იან წლებში აღმოაჩინეს და მალევე იგი პარაზიტული ინფექციების სამკურნალო ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პრეპარატად აღიარეს. “ივერმექტინი” „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიერ გამოქვეყნებულ აუცილებელ და უსაფრთხო მედიკამენტმა სიაში შედის.
საუთჰემპტოპნის უნივერსიტეტის მკვლევარის, დოქტორი მაიკლ ჰედის განცხადებით, უჯრედულ დონეზე მედიკამენტმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ადამიანებზე გამოცდის შედეგებიც არანაკლებ წარმატებული იქნება.