LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო ბანდერასი ფერუჩო ლამბორგინის განასახიერებს

125

ბიოგრაფიულ მხატვრულ ფილმში ფერუჩო ლამბორგინის შესახებ მთავარ როლს ანტონიო ბანდერასი ითამაშებს. ამის შესახებ Variety წერს.

Lamborghini-ს დამაარსებლის შესახებ ფილმს რეჟისორი მაიკლ რეფორდი გადაიღებს.

ფილმში ასევე ალეკ ბოლდუინიც ითამაშებს, რომელიც ენცო ფერარის განასახიერებს.

სცენარი წიგნს „Ferruccio Lamborghini. La storia official“-ს დაემყარება, რომლის ავტორიც კომპანიის დამფუძნებლის ვაჟის, ტონინოს დაწერილია.

„ჩემი წიგნი – ერთადერთი ტექსტი, რომელიც სრულად და სწორად აღწერს მამაჩემის რეალურ ცხოვრებას და დიდების მოყვარული ადამიანების მიერ გამოგონებულ ლეგენდებსა და ანეკდოტებს სრულიად ეწინააღმდეგება. მჯერა, რომ ფილმი ნამდვილად მოყვება თუ როგორი იყო მამა: ენერგიით, ქარიზმითა და ვნებით სავსე ადამიანი“ – განაცხადა ტონინო ლამბორგინიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები