ბელგიის ანტვერპენში დაიწყო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემის ტესტირება, რომელიც ტრამვაის ავარიების პრევენციას ისახავს მიზნად. სიახლის შესახებ Brussels times წერს.
სპეციალური კამერები და სენსორები მუდმივად ამოწმებენ ტრამვაის გარშემო არსებულ გარემოს. ნეიროქსელი ამოიცნობს ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს და სხვა შესაძლო დაბრკოლებებს რელსებზე. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა მძღოლს ხმისა და სინათლის სიგნალების დახმარებით აფრთხილებს.
საწყისი ტესტირებები უკვე დადებით შედეგებს აჩვენებს. შემდეგ ეტაპზე სიახლეს პიკის საათებში და ღამის განმავლობაში გადაამოწმებენ. ექსპერიმენტში მძღოლები ნებაყოფლობით იღებენ მონაწილეობას.
პროექტი ფართომასშტაბიანი ევროპული კვლევის ნაწილია. მეცნიერები სწავლობენ, როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტის დახმარება მძღოლების კონცენტრაციასა და სტრესის დონეზე. ამისათვის ტესტირებისას მათი ტვინის აქტივობაც იზომება.