მალე Apple ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის გაყიდვაში საათების ახალ ხაზს ჩაუშვებს. განახლებულ მოდელებს გამძლე, კომფორტული კორპუსი ექნება.
კომპანიის ცნობით, პროგრამულად ახალი მოდელები წინა მოდელებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, თუმცა მისი კორპუსის გამძლეობა გაორმაგებული იქნება. სპორტული საათების გაყიდვა 2022 წლიდან დაიწყება.