LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ის კვალდაკვალ: Samsung-მა უპილოტო ავტომობილების ტესტირების უფლება მიიღო

22

კომპანია Samsung Electronics-მა სამხრეთ კორეაში საერთო სარგებლობის გზებზე უპილოტო ავტომობილების ტესტირების უფლება მიიღო. თავის ტექნოლოგიებს Samsung Electronics-ი Hyundai-ს ავტომობილებზე გამოცდის.

ავტომობილებს სენსორებითა და ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერებით აღჭურავენ, რაც ავტონომიური მართვის სისტემას ცუდი ამინდის პირობებშიც კი გააუმჯოებსებს.

კომპანია Samsung Electronics პირველი არ არის, რომელმაც ადგილობრივი მთავრობისგან საერთო სარგებლობის გზებზე უპილოტო ავტომობილების გამოცდის უფლება მიიღო. 2016 წლის თებერვლიდან მოყოლებული დაახლოებით ოცმა კომპანიამ მიიღო ასეთ ტესტების ჩატარების უფლება.

Samsung Electronics-ის გარდა, ერთბაშად რამდენიმე არასაავტომობილო კომპანიამ, მათ შორის Google-მა, Apple-მა და ჩინურმა Baidu-მ დაიწყეს ავტონომიური მართვის მქონე სისტემების შემუშავება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები