LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილის შემდეგ პირველად: იტალიაში 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა

141
BeFunky-collage (5)

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსის 4 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში “კოვიდ 19” 4 458 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ბოლოს, როდესაც ქვეყანაში 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ლეტალური შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 442 იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ს 36 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი კი 338 000-ს აჭარბებს.

ბოლო დღეებში ვირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, იტალიაში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები