LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ჯერ კიდევ ბევრ ისეთ თვისებას, ზნეს, ჩვეულებას იპოვის ადამიანი რაც “დაბლა” კაი ხანია დავკარგეთ“- ზურა შევარდნაძე აჭარიდან ემოციურ პოსტს ავრცელებს.

140
BeFunky-collage123412 3 4sdf (36)

ზურა შევარდნაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აჭარისა და ღორჯომის ხეობის მიმართ სიყვარულზე საუბრობს.

„აჭარაში ვართ, ღორჯომის ხეობაში. აქ ჯერ კიდევ სიყვარულია, ერთმანეთის დანდობა და პატივისცემაა, უფრთხილდებიან, ზრუნავენ ოჯახის უფროს წევრებზე, შრომობენ თავდაუზოგავად და არავისზე, არაფრით არ არიან დამოკიდებული. უყვართ სტუმარი, არიან მორიდებული, თავშეკავებული, ზომიერი… აქ ჯერ კიდევ ბევრ ისეთ თვისებას, ზნეს, ჩვეულებას იპოვნის ადამიანი რაც “დაბლა” კაი ხანია დავკარგეთ. მიყვარს, მთელი გულით მიყვარს აჭარა, ჩემი ღორჯომი და ჩემი ღორჯომელები.

აქაური ქალების ხელსაქმეზე, ქარგვა-ქსოვის ტრადიციებზე, საგმირო საქმეებზე, ლონდონის, პარიზის, მილანის და ბერლინის გამოფენებზე ცალკე გიამბობთ…“, – წერს ზურა შევარდნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g