ცოტა ხნის წინ, ჯენიფერ ენისტონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი საყვარელი მამაკაცი, ჯიმ კერტისი ჩვილთან ერთად პოზირებს. მსახიობის გარემოცვა ამბობს, რომ ეს უბრალოდ ფოტო არ არის და ჯენიფერი შვილის აყვანის იდეას სერიოზულად განიხილავს.
56 წლის ენისტონმა გასულ წელს გაამხილა, თუ რატომ არ ჰყავს ამ დრომდე შვილი:
„ხალხმა არ იცოდა ჩემი ისტორია და ის, თუ რა გადავიტანე ბოლო 20 წლის განმავლობაში ოჯახის შექმნის მცდელობისას, რადგან ყველას არ ვეუბნები ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ეს არავის საქმე არ არის. თუმცა, გარკვეულ მომენტში შეუძლებელია არ გამწარდე ხალხის რეაქციაზე, ვინც ამბობს, რომ მე არ მეყოლება შვილი და არ შევქმნი ოჯახს, რადგან ეგოისტი ვარ“, – განაცხადა მსახიობმა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში.
ბრედ პიტზე არანაკლებ სიმპათიურმა ჯიმ კერტისმა ჯენიფერ ენისტონთან რომანზე პირველად ისუაბრა
ენისტონმა გასულ წელს გულშემატკივრები ახალი პოსტით აღაფრთოვანა, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა ეჭვები გააჩინა, რომ ვარსკვლავი შესაძლოა მალე დაქორწინდეს რჩეულზე. ენისტონმა შეყვარებულს იუბილე შავ-თეთრი ფოტოთი მიულოცა. ყველაზე დიდი ინტერესი კი ერთმა დეტალმა გამოიწვია, ენისტონის ხელზე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ბრწყინავდა.
56 წლის ჯენიფერ ენისტონმა გაამხილა, რომ უშვილობის თემა მისთვის ყველაზე მძიმეა


