ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი და იმედი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელშიც გამორჩეულია. იტალიური “ნაპოლის” მომავალი მოთამაშე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც სოციალურ ქსელ Instagram-ში 100 000 გამომწერი ყავს.
კვარაცხელიას შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი გურამ კაშიას და გიორგი მამარდაშვილს ჰყავთ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში “ნაპოლის” 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.