„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის „ფეისბუკ“ სტატუსს, სადაც ჩარკვიანი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ციტირებს და პასუხობს, რომ ამაზე დიდ კომპლიმენტს არც ელოდა მისგან.
„გიგა ბოკერიამ ტვ ეთერში განაცხადა: ” თამარ ჩარკვიანი ხომ მიშა სააკაშვილის სპიკერიაო”(და ახლა ეს ბოკერია ჭკვიანია???)
” პატივცემულო”გიგა !! თუ თამარ ჩარკვიანი 600ათასიანი დასავლური ვექტორის ამომრჩევლით პარტიის ლიდერის – ციხეში მყოფი რუსეთთან დაპირისპირებული სააკაშვილის სპიკერია, ამაზე დიდ ქათინაურს ვერც მეტყოდით ვერასდროს, კი ბატონო იყოს ასე, ძალიან კარგია და ე.ი ყველაფერი კარგად არის!!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
„როგორ გახარებია.
აქამდე ვერ ხვდებოდა, რომ მხოლოდ მიშას დეგრადაციის ილუსტრაციად ვახსენებთ და სხვა მხრივ, უინტერესოა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.