საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების შეკრება გაიმართა. შეკრებაზე იმყოფებოდა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
„ჩვენი უალტერნატივო მომავალი ევროპაშია… აბა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა?“ – სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
მისი განცხადებით, „აქცენტები, რაც დღეს დაისვა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სამწუხაროა, რომ დღეს დასმულ აქცენტებს, რაც არის ერთიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი, „ქართული ოცნება“ გაემიჯნა“.
როგორც სამადაშვილი აცხადებს, შეკრებაზე „ქართული ოცნების“ ქალი ლიდერები არ დაუნახავს.
„ვფიქრობ, რომ ის აქცენტები, რაც დღეს დაისვა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავიხსენეთ ის საკმაოდ რთული გზა, რომელიც ამ ქვეყანამ გაიარა საკუთარი სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნელად, ასევე გავიხსენეთ ვინ უქმნის საფრთხეს ამ სუვერენულ სახელმწიფოს და ეს არის „რუსეთის ფედერაცია“.
დღეს იმისთვის, რომ ჩვენ დაცული ვიყოთ და უკან არ გვიწევდეს ყურება და გამართულად ცხოვრება შეგვეძლოს დამოუკიდებელ საქართველოში, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ინტეგრაცია ევროპაში.
სამწუხაროა, რომ ამ გზავნილებს რაც იყო ერთიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, ევროპული მომავალი, დღეს გაემიჯნა ერთადერთი პოლიტიკური ძალა – მმართველი გუნდი „ქართულო ოცნების“ სახით, რომელმაც საკუთარი წარმომადგენლების მონაწილეობა ამ ღონისძიებაში არ ჩათვალა მიზანშეწონილად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
