„ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად, ასეა – ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება… „ცეცხლი ოლიგარქიას”, „რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო”- ილია ჭავჭავაძე. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა“, – ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილს.
ბრალდებულმა სხდომაზე სიტყვით ისარგებლა, თუმცა სიტყვით გამოსვლა მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა არაერთხელ შეაწყვეტინა.
„სანამ აქ შემოვიდოდი, წიგნი უნდა წამომეღო მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი”. რატომღაც არ შემომატანინეს და თქვენი აზრით, რატომ არ შემომატანინეს?! ყველა წიგნის უკანა გვერდზე წერია განმარტება და ამ წიგნის უკანა გვერდზე განმარტებაშიც ნახსენებია სიტყვა „დიქტატორი”.
რევაზ კიკნაძის წერილი ციხიდან: „აქ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა… ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს ვერ მივცემდი უფლებას, ჩვეულებრივ გამეგრძელებინა თუნდაც აქაური ცხოვრება“
„ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს ვერ მივცემდი უფლებას, ჩვეულებრივ გამეგრძელებინა თუნდაც აქაური ცხოვრება, მეჭამა და მესვა, თითქოს ყველაფერი რიგზეა“ – წერს „ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში რევაზ კიკნაძე, რომელმაც შიმშილობა დაიწყო.
„ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია ყველა დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო. ზოგადად, ასეა- ბოლოს ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება… „ცეცხლი ოლიგარქიას”, “რევოლუციამ არ შეგაშინოს, ძვირფასო მკითხველო” – ილია ჭავჭავაძე. მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა. ქართველი რუსს ყოველთვის სისხლის ბოლომდე… ყოველთვის ასე იქნება”, – განაცხადა რევაზ კიკნაძემ.
ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მანამდე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ბრალდებულს მოუწოდა, რომ საქმის გარემოებებზე ესაუბრა, ასევე, მიუთითა, რომ სასამართლოში იმყოფება და შესაბამისი ეტაპების დაცვა მოეთხოვება.
„შეწყვიტეთ, ბატონო რევაზ! არ გესმით? საქმის გარემოებებზე ისაუბრეთ!” – მიმართა ცაგარეიშვილმა ბრალდებულს.
დაკავებულმა რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა
ცნობისთვის, რევაზ კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.