მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები აქციას მართავენ, გზის გადაკეტვა სცადეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის დაკეტვის საშუალება არ მისცეს. პოლიციასთან წინააღმდეგობის დროს კი ერთ-ერთი მშობელი შეუძლოდ გახდა.
გაბუნია მშობლების პროტესტზე: მნიშვნელოვანია, პროცესი კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მშობლის გამოყვანას:
„ორი წუთით, ადამიანები არ ხართ? 2 წუთი და ჩვენ გადავიყვანთ, პატივცემულებო. ღარიბაშვილი ერთი კვირაა [არ შეგვხვდა]“ – მიმართავს მოქალაქე სამართალდამცველს.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
აქციის მონაწილეები შეძახილებით და კანცელარიასთან დამონტაჟებულ რკინის კონსტრუქციებზე ხმაურით პრემიერ-მინისტრს შეხვედრისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, მშობლები შვილებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას რამდენიმე თვეა ითხოვენ, ახლა უკვე ბოლო 6 დღეა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.
ამავე თემაზე: