LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძის 100 000-ს აზრი მაშინ ექნება, თუ ფონდს მთავრობა შექმნის – რას წერს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდის მშობელი 

140
Untitled design (2)

„ხაზარაძის 100 000-ს აზრი მაშინ ექნება, თუკი მთავრობა შექმნის ფონდს“, – ასე ეხმაურება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი მოზარდის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების გადასარჩენად სპეციალური ფონდი შექმნის შესახებ. მამუკა ხაზარაძემ მზაობა გამოთქვა, რომ ფონდის დაფინანსებისთვის პირველი შენატანი 100 000 ლარის ოდენობით თავად გააკეთოს.

„ხაზარაძის 100 000-ს აზრი მაშინ ექნება, თუკი მთავრობა შექმნის ფონდს და ბიუჯეტიდან ნაწილს მაინც გამოყოფს, გრძელვადიან ლოჯისტიკას და პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს.

სხვა მხრივ, ჩვენ გვაწვება ტვირთად ამ თანხის მენეჯმენტი და მოკლე ვადაში უკვე შევყავართ ჩიხში“, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

 

ხაზარაძის 100000-ს აზრი მაშინ ექნება, თუკი მთავრობა შექმნის ფონდს და ბიუჯეტიდან ნაწილს მაინც გამოყოფს, გრძელვადიან…

Posted by Makuna Hatata Gochiashvili on შაბათი, 22 აპრილი, 2023

 

ცნობისათვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

„სოლიდარობა ბავშვებს! წამალი ბავშვებს! – ამ ლოზუნგით გაიმართა გუშინ თბილისში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების მარში. მშობლები ითხოვენ სახელმწიფომ დააფინანსოს იმ პრეპარატის შემოტანა, რომელიც სინდრომისა და გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება.

ამავე თემაზე:

„სად არის სახალხო დამცველი, როდესაც დედები აქ ასეთ მდგომარეობაში ვართ?“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები 

თამარ გაბუნია – რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, არის ის, რომ არ არის ცნობილი მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში

„ვსხედვართ, ველოდებით, ვხმაურობთ, აღარ ვიცით როგორ მივაწვდინოთ  ხმა პრემიერს“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელი

„სიცრუის მინისტრია, არც მოგვისმინა, სახეში არც შემოგვხედა და ადამიანებად არ გვთვლის“ – აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები კვლავ აქციას აანონსებენ

„ვიხოცებით, არ უნდა შეგვხვდნენ? შვილის სიკვდილს ყოველდღიურად თვალებში ვუყურებთ“ – მშობლების აქცია კანცელარიასთან

მაკუნა გოჩიაშვილი: „მე ვეცდები სწორი ინფორმაცია გავავრცელო და თუ ვინმე იფიქრებთ, რომ ჩემი შვილისთვის ბევრს ვითხოვ, ეგეც არ მოგერიდოთ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები