LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ 3 582 ლარი იქნება

111

აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ 3 582 ლარი იქნება. როგორც თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული თანხა მოიცავს 2090 ლარს (წ/სარგოს 20%-ი წლის განმავლობაში) და 1492 ლარს (წ/სარგოს 100%-ი 45 დღეში).

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეს არსებული ფინანსური გაანგარიშების მიხედვით, რეზერვისთვის დადგენილი წლიური დანახარჯი შეადგენს – 1492 ლარს. შესაბამისად, ახალი პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ხარჯთან მიმართებაში დანახარჯების ზრდა იქნება 2090 ლარი.

2018 წელს იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას. 2018 წლის განმავლობაში აქტიურ რეზერვში მყოფი პირების შრომის ანაზღაურების, კვების, აღჭურვის და მომზადების მთლიანი ხარჯი შეადგენს – 1 370 934 ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g