LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის სამართლიანი და ობიექტური, სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო: ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებებზე

165
კობახიძე - ჰარცელი

სამი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „არასამართლიანს, არაობიექტურს და უინტერესოს“ უწოდებს. ამის შესახებ განცხადება კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

„არცერთი მათგანი არ არის სამართლიანი და ობიექტური. სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის, კრიტიკული. სადაც არ არის სამართლიანობა და ობიექტურობა, ჩვენ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებებს“, – აღნიშნავს კობახიძე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო: კარლ ჰარცელი

magti 5g