საქართველოს ნაკრების დამარცხებას გამოეხმაურა თემურ ქეცბაია. მოგეხსენებათ, ქეცბაია ერთ დროს თავადაც წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს. ის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო მრავალი წლის განმავლობაში, ამჟამად კი “ანორთოსისის” მწვრთნელია, სადაც საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი თამაშობს. ქეცბაიას მოსაზრებით, ამ მარცხს გამართლება არ აქვს.
„რაც შეეხება ნაკრებს, არ არსებობს თავის გამართლების მიზეზი, არ არსებობს ჩაკვეტაძის მიზეზი, არ არსებობს კვარაცხელიას მიზეზი, არ არსებობს კალაძე რომ ახალგაზრდა ყოფილიყო და მესი რომ საქართველოში დაბადებულიყო მიზეზი, არ არსებობს მაყურებლის მიზეზი. ასეთი თამაში უნდა ადგე და უბრალოდ უნდა მოიგო, თუნდაც ლიდერების გარეშე, თუნდაც მაყურებლის გარეშე, რომელიც იცი რომ სახლიდან შენზე ლოცულობს, წუთებს და წამებს ითვლის თამაშამდე და შენ ორ პასს ვერ აკეთებ, კუთხურს ვერ აწვდი და ჯარიმის დროს ცოცხალ კედელს ვერ აცდენ. მაყურებელი სხვა მუხტს დადებდა, მაგრამ მოთამაშეების პასებს ვერ გამოასწორებდა, ხარისხიან ფეხბურთს ვერ ითამაშებდა ასეთი უსახური ფეხბურთელებით…“
საქართველო წაგებულია: ნამდვილი ევროპა ისევ მიუღწეველია – ევროპის ჩემპიონატი ოცნებად დარჩა