მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარი შემოქმედების შესახებ წერს.
„არ დავეძებ დიდებას, რამეთუ ვიცი სანამ ცოცხალი ვარ განწირული ვარ თქვენი დოგმების ქარცეცხლისათვის..მაგრამ ჩემს სიტყვებს საუკუნე შეინახავს საუკუნეში და თქვენი თუ არა თქვენი შვილების გულებში იპოვის თბილ ადგილს და მზესავით გამოანათებს”, – წერს მეგი გოგიტიძე.
შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზში ქართველი მომღერლების, დათო კენჭიაშვილისა და მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში მეგი გოგიტიძემ რუსული ტურნეს ფარგლებში, ორი კონცერტი გამართა ჩრდილოეთ ოსეთში. ბევრმა მცხოვრებმა ჩრდილოეთ ოსეთში გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ რესტორან „თორნეში“ საქართველოს დროშა აფრიალდა, ხოლო ახალგაზრდები ქართულად ჰყვებოდნენ მეგი გოგიტიძის სიმღერებს“.
ვიდეო: მეგი გოტიტიძე რუსეთში კონცერტებს საქართველოს დროშის ფონზე მართავს
მეგი გოგიტიძე რუსეთში კონცერტს აანონსებს: „17 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში…“