LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამიკვირდება, ქართველ ხალხს მოუწიოს არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და ევროინტეგრაციას შორის – ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი

100
1574896976-ანდრიუს-კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პროექტ „სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე – „საქართველოს შიდა გამოწვევები: გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე”, ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს საქართველო ძალიან აზიანებს საკუთარ საერთაშორისო პოზიციას და ასევე აღქმას დასავლურ საზოგადოებაში, როგორც ქვეყნის, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ის ცდილობდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის გარკვევით ეთქვა, რა შეცდომებს უშვებენ ოპონენტებთან, მისივე სიტყვებით, “უხეში ენით საუბრით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით, როგორც ისინი შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში მოიქცნენ, ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით და ამ დახმარებასთან დაკავშირებული პირობების არ შესრულებით”.

ევროპარლამენტარის შეფასებით, “ეს ყველაფერი ქმნის საქართველოს ძალიან ცუდ იმიჯს”

“არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს. ეს ძალიან აზიანებს ქართველი ხალხის სურვილს, მიუახლოვდნენ ევროინტეგრაციას. ეს არის ის, რაზედაც ძალიან ცხადად უნდა ვისაუბროთ.

არ გამიკვირდება, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია, ვინაიდან, შესაძლოა, ამის კომბინირება ძალიან რთული გახდეს. ეს არის ის რისკი, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g