LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყოს კრიტიკა: მამუკა მდინარაძე

48
მამუკა მდინარაძე

არ გამოვრიცხავ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყოს კრიტიკა, მაგრამ თუ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოვლენებს ოდნავ ობიექტურად შეხედავ, ნებისმიერი გათვიცნობიერებული ადამიანი ობიექტურ შეფასებას გააკეთებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე საერთაშორისო პარტნიორებმა ჯერ არ იციან.

“პარადოქსია იმაზე საუბარი, რომ მერე რა, თუ ისინი ხელს არ აწერენ, ვალდებულებები თქვენ შეასრულეთ. აქამდე იყო იმედი, რომ ხელს მოაწერდნენ, მაგრამ არ მოაწერეს. ასევე იყო იმედი იმისა, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდებოდა, მაგრამ პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდა” – აცხადებს მდინარაძე

magti 5g