არ გვაქვს დრო ვუყუროთ როგორ კვდება მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიამ საზოგადოებას რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართა.
მელიამ მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და აღნიშნა, რომ “საქართველო ევროპულ და დასავლურ მომავალს ყოველდღიურად დიდი მანძილით შორდება.
“მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქ არის დატყვევებული თვეების განმავლობაში, მისი სიცოცხლის გარანტია უდრის ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს და ეს უნდა იცოდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორმა”. – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად „ფულს აკეთებს“