LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა დავხატო სურათი, რომელიც ველურებს უფრო შეესაბამება, ვიდრე ცივილიზებულ ქვეყანას“ – ნუგზარ წიკლაური პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე

173
Capture

„გუშინდელი კადრები კარგს არ მოასწავებს, თუმცა ნამდვილად არ მინდა დავხატო სურათი, რომელიც ველურებს უფრო შეესაბამება, ვიდრე ცივილიზებულ ქვეყანას“, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციას.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ისტორიული შანსია, სხვა შემთხვევაში „მომაკვდავი მესამე პრეზიდენტის პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“.

„ის კადრები, რაც გუშინ ვიხილეთ არაფერს კარგს არ მოასწავებს, თუმცა, ნამდვილად არ მინდა დავხატო სურათი, რომელიც ველურებს უფრო შეესაბამება, ვიდრე ცივილიზებულ ქვეყანას. არ მგონია, რომ ფიზიკური დაცვა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს [სალომე ზურაბიშვილს] იმის გამო, რაც არის მისი დისკრეციული უფლება. ერთ რამეს შემიძლია დავეთანხმო, რომ ეს არის ისტორიული შანსი, იმიტომ, რომ მომაკვდავი მესამე პრეზიდენტის პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამავე თემაზე: 

პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე: რას ერჩოდნენ მიშას, რომ აქეზებდნენ? მისი ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g